Monday, August 31, 2009

EმიგრაციA

"ახლა როდისღა ჩამოხვალ, შვილო"-იცრემლება მოხუცი ქალი. არ ეყო შვილთან გატარებული ერთი თვე, ვერ უნაზღაურებს გრძელ წელიწადს. აეროპორტი სავესეა ასეთი ისტორიებით. ადამიანები მიდიან უკეთესი ცხოვრების, პირობების და არსებობის საძებნელად. მიდიან მარტო, ოჯახებით, სასწავლო ვიზებით, ბარდებიან ლტოლვილებად, რჩებიან არალეგალებად... სია საკმაოდ გრძელია, რომელსაც ერთი მიზნისკენ-საქართველოს დატოვებისკენ მივყავართ.

ჩემს თაობაში ყველას უნდა აქედან წასვლა (მეც). და ალბათ არ დაეთანხმება ბევრი ამ პოსტს. მეც არ დავეთანხმებოდი, ყოველ წელს ერთი და იგივე რომ არ ხდებოდეს: ივლისში დახვედრა, აგვისტოში გაცილება :| როგორი აუტანელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ყოფითობას ის ადამიანური ურთიერთობები ეწირება, რაც ყველაზე ძვირფასია. როგორი საშინელებაა შენი ადამიანები მაშინ არ გყავს გვერდით, როცა ყველაზე ძალიან გჭირდება, სულ გენატრება და სულ ზაფხულს ელოდები. ზოგი ზაფხულსაც ვერ ელოდება-ყველას არ უმართლებს და ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე სულაც ვერ ხდება.

ნეტა ჩვენც გვქონდეს ისეთი ქვეყანა, საიდანაც არავის დასჭირდება წასვლა იმის გამო, რომ ქართულ სისასტიკეს და ჯუნგლის კანონებს ვერ გაუძლო. ან ავდგეთ და ყველა სადმე ერთად წავიდეთ!!! საშინელებაა იმ ჯაჭვის გაწყვეტა, რასაც შენები ჰქვია :(

მენატრებით :*:*:*

Wednesday, July 15, 2009

მეზიზღება, როცა ბლოგებს დღიურებად აქცევენ და ისეთ თემებზე საუბრობენ, რომელზეც ან უნდა იფიქრო ან სადმე ჩუმად წერო. მაგრამ დაე ეს იყოს გამონაკლისი ამ დებილურ, პატარა, უაზრო ბლოგზე, რომელსაც ჩემს გარდა არავინ კითხულობს (ალბათ).
გინდა მინი-დეპრესია დაარქვით, გინდა ჩორნაია პალასა და გინდა მსხალი-ძალიან ცუდად ვარ.
მომაშორეთ ჩემი ცხოვრება, სხვა მომეცით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
იმედი მაქვს რამდენიმე დღეში ამ ჩანაწერის შემრცხვება და წავშლი :)

Thursday, July 9, 2009

ინტერნეტიზაცია

ინტერნეტი აღფრთოვანებას და გადარევას უკვე მხოლოდ წინა თაობებში იწვევს. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სტუმრად მოსული ბებიაჩემის ”პადრუგა” როგორ გაოცდა სკაიპის ფენომენით და ჩართული კომპიუტერით.
ჩვენთვის კი ის გართობა, მუშაობა და დროის გაყვანაა-ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანს სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება. მონიტორის მარჯვენა კუთხეში დაბლა გამოსახული პატარა გადახაზული კომპიუტერი გულს გვიხეთქავს: ინტერნეტი არ არის! ეს ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნოა იმ ნიშნებს შორის, რომლებიც მსოფლიოში არსებობს.
იმაზე ლაპარაკი, რომ ინტერნეტს ადამიანების ურთიერთობა რეალურიდან ვირტუალურზე გადაჰყავს, რომ ბავშვებს წიგნს ავიწყებს, რომ უამრავი თავისუფალი დრო მიაქვს ძალიან ბანალურია და ყველამ ვიცით. უბრალოდ ჩამოვთვალოთ ის, თუ რას გვიცვლის ინტერნეტი.
1)არაა საჭირო ჟურნალ/გაზეთების ყიდვა. ინტერნეტში თითქმის ყველა გამოცემის ონლაინ ვესია არსებობს (აღარაფერს ვამბობ საინფორმაციო სააგენტოების რიცხვზე, რომლებიც ახალი ნიუსებით გვამაარაგებენ). აღარ გვჭირდება დილით ან სხვა დროს გაზეთზე ჩარბენა და შემდეგ მისი ფართოდ გადაშლა. საკამრისია ვებგვერდის მისამართის აკრეფა და გაზეთი ჩვენს მონიტორზეა.

2)აღარც ბიბლიოთეკაა საჭირო. ათასობით ონლაინ ბიბლიოთეკა მილიონობით წიგნს სთავაზობს მომხმარებელს. ძველი წიგნის სპეციფიური სუნი ახლა უსუნო ინტერნეტმა შეცვალა და ყოველდღე უამრავი ადამიანი მიმართავს ამ ახალ გზას.

3) ონლაინ შოპინგზე უამრავი დაწერილა და მე რა უნდა ვთქვა ახალი :) სახლიდან გაუსვლელად შეიძლება შეიძინო ყველაფერი. ყველაფერი.

4)შეგიძლია სამსახური სახლიდან ეძებო და კომპიუტერთან მიმჯდარმა იპოვო კიდეც.

5) შეიძლება სამუშაოდაც არ გახვიდე სახლიდან. არსებობს ისეთი სამუშაო, რაც სახლში შეიძლება შესრულდეს და უფროსს იმეილით გადაუგზავნო, შემდეგ საკრედიტო ბარათზე დასმული ანაზღაურებით ამ სტატიის მესამე პუნქტს მიმართო და ისე იარსებო, რომ გარეთ ფეხიც არ გაადგა.

6)რა კინო, რის კინო :)) ნებისმიერი ფილმი უმოკლეს დროში თქვენს მონიტორზეა და რამდენიმე საინტერესო (ან უინტერესო, ფილმს გააჩნია) საათიც გარანტირებულია.

7) აღარაფერს ვამბობ მავანთა აღვირახსნილ ფანტაზიებზე :)) ინტერნეტი მათთვის ოქროს საბადოა :))

8) დღეს კორსვორდების ამოხსნა მომინდა და როდესაც დაბლა ჩასვლა დავაპირე საყიდლად, გამახსენდა, რომ არსებობს საიტი, სადაც ონლაინ შეიძლება კროსვორდების ამოხსნა და დავრჩი.

მეზარება ამ სიის გაგრძელება. ფაქტია, რომ ოთხკუთხედ მონიტორსა და იგივე ფორმის მქონე პროცესორს იმ ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლია, რაც აქამდე ჩვენს ცხოვრებას შეადგენდა.
სასიამოვნო დასხივებას გისურვებთ :S

Monday, July 6, 2009

ოცდაჩვიდმეტი


რამდენი ხანია ახალი პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ წერა/ბეჭდვა/კითხვა და ა.შ. იმდენად ამომივიდა ყელში, რომ ვერაფრით მოვაბი თავი. და აი ახლა, საზეიმოდ ვაგრძელებ ჩემი კურსელების ტრადიციას და ამ წერილს გამოცდების დასრულებას მივუძღვნი.
უკვე მეოთხეკურსელი ვარ და ამ სამი წლის განმავლობაში ზუსტად 37 გამოცდა მაქვს ჩაბარებული (მეოთხე სემესტრში სწავლის მოძალებული სურვილის გამო ერთი საგნით მეტი ავიღე). მაგრამ, არცერთი მათგანი არ ყოფილა ისე დამღლელი, როგორც ბოლო ექვსი. მარტო მე არ დავღლილვარ: ეს კურსიდან კურსზე გადამდები ვირუსია:)) წინა დღეს ქუჩაში ნიკა ესებუა შემხვდა და ”როგორ ხარ”-ის ნაცვლად ”რა ქენი” მკითხა.
გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეროვნულების მერე ასე არც მიმეცადინია და არც მინერვიულია. ეს ყველაფერი კი მაღლივში დანიშნული გამოცდების ბრალია. როგორც იქაურმა უსაყვარლესმა და უთბილესმა დამკვირვეებლებმა გვახარეს, აწი ყველა კოლოქვიუმი და გამოცდა მანდ ჩატარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს გლობალური სწავლა მოედება. მე, საბედნიეროდ, ამ გლობალიზაციაში მხოლოდ ერთი წელი მომიწევს ცხოვრება :)) მაგრამ გულწრფელად მეცოდებიან დაბალკურსელები, ვინც სტატისტიკაც კი მაღლივში უნდა დაწერონ :(
ახლა არ გვინდა იმის მტკიცება, რომ მავანნი მაღლივშიც იწერენ, მათთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ა.შ. საკუთარი ოთხგამოცდიანი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ გადაწერა შეუძლებელია (თუ არ ჩავთვლით უკანა მერხზე მჯომ კურსელთან გადალაპარაკებას). დამკვივებლები დაჟინებით ცდილობენ, რომ გადაწერაში გამოგიჭირონ და გაგაგდონ-მგონი თითო გაგდებულ ბავშვზე ბონუსებიც კი ეწერებათ (სხვანაირად არ აიხსნება ეს დაუოკებელი ბოროტება).
მოკლედ, მე ამ სემესტრში სამჯერ გავიარე მაღლივის გამოცდები და ძალიან კარგად დავწერე. ეს ”ძალიან კარგად დაწერა” კი უამრავ გათენებულ ღამედ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მეცადინეობად და წინასაგამოცდო ნერვოზად დამიჯდა. სამაგიეროდ, თავი გატენილი მაქვს ანალიტიკური ჟურნალისტიკის, პოლიტიკური იდეოლოგიების და პოლიტ. კულტურის მარგალიტებით (და არამარტო).
რა გამოდის ამ ყველაფრიდან? რა და უნივერსიტეტს ერთი რეფორმა მაინც გამოუვიდა-ბავშვებს აიძულებს ისწავლოს! არ ისწავლი და გადაბარებაზე მაინც მაღლივში მოგიწევს ტანტალი :|
ეროვნულები მაღლივში ვწერე, საუნივერსიტეტო გამოცდებიც მაღლივში მაქვს :( მაგრამ თავს მაინც უბედნიერესად ვთვლი, რომ სტატისტიკა და ჩიკვილაძის ჟურნალისტიკის ისტორია მაინც ადამიანურად, მეექვსე და მეორე კორპუსებში დავწერე და ახლა მაგის გადაბარებაზე სარბენი არ ვარ :)))
დასრულდა მეექვსე სემესტრის გამოცდების ერა და რიგით ოცდამეჩვიდმეტე პოლიტიკური კულტურის გამოცდაც წარსულს ჩაბარდა. გამოცდების დასრულებას არასდროს გავუხარებივარ (და არც გავუნათლებივარ) ისე, როგორც წელს. ვისვენებთ მეშვიდე სემესტრამდე, მერე ისევ მაღლივში შევხვდებით :ეშმაკივითროიცინისისეთისმაილი:

Monday, May 4, 2009

წვიმიანი ეროტიკულობით მსუბუქად შეფერილი პოსტი

ალბათ რამდენი წერილი იწყება ასეთი ბანალური ფრაზით-წვიმს... ათასობით, მაგრამ ჩემი პოსტის შემდეგ მათი რიცხვი ათასერთამდე გაიზრდება.

წვიმს... დილიდან უსიამოვნოდ, შემაწუხებლად წვიმს. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, ვისაც წვიმა უყვართ და წვეთების ხმა კარგ ხასიათზე აყენებთ. როგორ შეიძლება სველმა, ნაცრისფერმა, მობუზულმა ქუჩამ დადებითი ემოციები აღგიძრას? პირადად მე წვიმის დროს საშინელი მელანქოლიის გარდა არანაირი გრძობა არ მიჩნდება.

მოკლედ, დილიდან წვიმს. სამსახურში არ წავედი მარტივი მიზეზის გამო-დაინგრა. ლექცია თორმეტ საათამდე არ მაქვს და ჩემმა სხეულმაც მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა რვის ნახევარზე გაღვიძება. ჰიგიენური და გასტრონომიული პროცედურების აღსრულების შემდეგ ასეთი კითხვა გამიჩნდა: რა უნდა აკეთო სახლში ასეთ წუნწკლიან ამინდში, როცა ცხოვრება გეზარება და სრულ უაზრობას განიცდი.

1. უყურო საყვარელ სერიალს: სველ ამინდს "sex and the city"-ს მეოთხე სეზონი მივუძღვენი. მაგრამ ბოლო სერიებისკენ ვიგრძენი, რომ ოთხი წარმატებული ქალის წარმატებული სექსუალური პრობლემები ცუდად მხდიდნენ და შევეშვი.


2. წაიკითხო საყვარელი ჟურნალი: ხელთ ”კოსმოპოლიტანი” მომხვდა საინტერესო ჰედლაინით: ”მართე მისი ორგაზმი”. სრული იდიოტიზმი!!! კერი ბრედშოუს სვეტის სასაცილო, უბადრუკი და გულისამაჩუყებელი იმიტაცია. თუმცა, ამ ჟურნალიდან ინტელექტუალურ ტალღებს არც უნდა ელოდო, უბრალოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი და ფოტო სესიები მხიბლავს.


3. დაალაგო საწერი მაგიდის უჯრები: შედეგად რამდენიმე კილო გადასაყრელ და გამოუსადეგარ ქაღალდს მიიღებ. სამაგიეროდ ჩემი უჯრები იდეალურად მოწესრიგებულია. მერე რა, რომ ხვალ ისევ აირევა. მთავარია წვიმიანი ამინდი არ იყოს და სულაც არ მომხვდება თვალში.


4. ტელევიზორი არ ჩართოთ!!! მოგლიჯეთ და გადააგდეთ. მარტო როცა ვიცხოვრებ, ჩემს ტელევიზორს mymarket.ge-ზე გავყიდი.


5.დაჯექით კომპიუტერთან და ამოაფრქვიეთ წვიმიანი ბოღმა ბლოგზე.



აი ასეთ მოწყენილობაში ჩაიარა დილამ და ნარგიზა კანკიას ლექციის დროც მოვიდა. ო, რისთვის ვისჯები ასე :(

P.s. ისე, ზემოთხსენებულ ”კოსმოპოლიტანში” ამაზე უკეთესი სტატიები არც იბეჭდება. ერთი CV უნდა შევიტანო, იქნებ გარეკანის ჰედლაინებს მაინც ვუშველო რამე. რაში გჭირდება სხვისი ორგაზმის მართვა, როცა შენი განწყობის მართვაც კი არ შეგიძლია :|
P.p.s. მაპატიეთ, ვინც სათაურმა შეცდომაში შეგიყვანათ და ეს სტატია ეროტიკის ძიებაში ბოლომდე წაგაკითხათ. ზუსტად ასეთივე ჟურნალსიტურმა ხრიკმა მაყიდინა გუშინ ”პრაიმტაიმი” და გადავწყვიტე მეც მეცადა.

Wednesday, March 25, 2009

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი

სულ ჩემს გვერდითაა, სულ. ასე ახლოს არცერთი მეგობარი არ მყავს.

ყოველთვის იცის, თუ რომელ საათზე უნდა გავიღვიძო და სად უნდა წავიდე. ხანდახან მიკვირს კიდევაც, როგორ არ ეზარება ჩემი გრაფიკის ასე დამახსოვრება და იმის ჩიჩინი, ადექი ახლა ლექცია გაქვს ან სამსახურში გაგვიანდებაო.

ვერც იმას გამოაპარებ, თუ ვინ მირეკავს, ვის ვემესიჯები, რას ვეუბნები... იძულებული ვარ გავანდო ყველაფერი. კიდევ კარგი, ჯერჯერობით ჩუმადაა და არ გაუბაზრებია არაფერი :)) ეს ჩვენი საერთო თვისებაა: ორივე ძალიან ცნობისმოყვარეები ვართ. მეც რამდენჯერ მომისმენია სხვისი საუბარი, ჩუმად თუ ფარულად :))

ზეპირად იცის ყველა ჩემი მეგობარი, არამეგობარი, კურსელი, თანამშრომელი... ფოტოებსაც აგროვებს და დამახსოვრებული ჰყავს. ვერსად წავსულვარ მარტო-სულ თან დამყვება...
ცოტა მსუქანაა და სულ მაგაზე დავცინი :)))

ახლაც, ამ გახსენებაზე, წავალ და დავტენი, ხვალაც მე უნდა მომიძღვნას თავი :)))


Saturday, March 14, 2009

O_o

მაგრად ვკაიფობ ასეთ ტესტებზე :)))) განსაკუთრებით მაშინ, ხალხი სერიოზულად როცა ყრის თავიანთ საიტებზე :)))
აი ერთ-ერთი უიდიოტესი ტესტის შედეგი :)))
what colour should your eyes be :)))
რატომ მაქვს მწვანე თვალები, აგერ თურმე ნაცრისფერი უნდა მქონოდა:))))




Your Eyes Should Be Gray



Your eyes reflect: Intensity and drive



People find you to be: Mysterious, brilliant, and charming



Your best trait: You're completely fearless and willing to take on anything



What's hidden behind your eyes: A sensitive soul



აუცილებლად დავყრი მორიგი საოცარი ტესტის შედეგებს :)))